ვებ-წყაროებს, აღმოაჩნდათ, ინფორმაცია სმარტფონ Nexus-ის მესამე მოდელის მახასიათებლების შესახაბ, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, კომპანია Google წარმოადგენს მიმდინარე წელს.

Nexus 4G შეძლებს მუშაობას მეოთხე თაობის მობილურ ქსელებში, რომლებიც იყენებენ LTE ტექნოლოგიას. მისი პროგრამული პლატფორმა გახდება ოპერაციული სისტემა Android 4.0 (Ice Cream Sandwich), ხოლო აპარატული — ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 ან 1,5 გჰც ( ჩიპი Texas Instruments OMAP 4460 ან 28-ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon).

სმარტფონი მიიღებს, 1 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 1-მეგაპიქსელიან წინა კამერას და 5-მეგაპიქსელიან მთვარ კამერას მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080p ფორმატში. გარდა ამისა, ნახსენებია, დიდი დისპლეი მაღალი გარჩევადობით და სრული სენსორული ინტერფეისი ( არ იქნება ფიზიკური ღილაკები მენიუში შესასვლელად).

სიახლის ანონსი შესაძლოა შედგეს ნოებრის ბოლოს, ხოლო მისი გავრცელებას უზრუნველყოფს ოპერატორი AT&T.

გამოყენებულია Boy Genius Report-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.