Google–ის გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი.
სამშაბათს, Google–ის გენერალურმა დირექტორმა, ერიკ შმიდტმა, ინტერვიუ მისცა პოპულარულ საიტს, All Things Digital–ს, სადაც გააკეთა რამდენიმე საინტერესო კომენტარი IT-ტექნოლოგიების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების მიმართულებით.
ტრადიციულად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნეგატიური სიტყვები Microsoft–მა დაიმსახურა. ბატონი შმიდტის განცხადებით: «Microsoft–ს არ მოაქვს მომხმარებლისთვის რევოლუცია»; ეს სიტყვები, ძირითადად, XBox 360–ს ეხება, რომელიც შმიდტის აზრით «არ არის გამოთვლითი პლატფორმის დონეზე».
შმიდტს აზრით, «იმისათვის, რომ ინტერნეტში უსაფრთხოდ დარჩეთ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Chrome. ასევე თქვენ შეგიძლიათ PC-ის ნაცვლად გამოიყენოთ Mac».
…და ბოლოს, Google–ის გენერალური დირექტორის, IT-ბაზრის ტოპ–ოთხეულში Microsoft ვერ მოხვდა. ის თვლის, რომ ბაზრის ოთხი საუკეთესო მოთამაშეა: Google, Apple, Facebook და Amazon. «თითოეული მათგანი — ეს არის სამომხმარებლო ბრენდი, რომლებიც ქმნიან ისეთ რაღაცეებს, რომლებსაც სხვანაირად თქვენ ვერ გააკეთებთ», — განაცხადა შმიდტმა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ Facebook გამოტყდა საძიებო სისტემის წინააღმდეგ გაკეთებულ «შავ» PR-აქციაში, ეს განცხადება საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=udYdMSTP9EI
წყარო: Winrumors

