Search

ორ დღეში სტარტს იღებს Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება

ზეგ, 30 ივნის, ექშენ–RPG თამაშის, Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება იწყება, იუწყება კომპანია HanBitSoft.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩრდილო–ამერიკელ და ევროპელ გეიმერებს. ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თამაშის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან რელიზზს, სიახლე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა.

პროექტის ორიგინალს Hellgate: London ეწოდება და Flagship Studios–ისა და Namco Bandai–ის შვილობილს წარმოადგენს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. თუმცა მაშინ თამაშიდან საკმაო შემოსავლის მიღება ვერ მოხერხდა და 2010 წელს პროექტზე სრული უფლება HanBitSoft–მა გადაიბარა. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თამაში სრულიად უფასო გაეხადა და შემოსავალი მხოლოდ დამატებითი მატერიალებიდან და ფუნქციებდან მიეღო.

გარდა ძველი კონტენტისა, თამაშს დაემატა ახალი PvP-არენები და Cow Room რეჟიმი, სადაც მოთამაშეს მოუწევს ზომბების დაუსრულებელ არმიასთან ბრძოლა.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://youtu.be/Y4ID0i7_N0g

წყარო: Joystiq