ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC წარმოადგენს ახალ კომუნიკატორს Windows Phone 7-ის პროგრამულ პლატფორმაზე.

სმარტფონი მიიღებს 3,7-დიუმიან სენსორულ დისპელის და კამერას 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით, გაელვებით და RAW ფორმატში გადაღების შესაძლებლობით. ფორმფაქტორი — მონობლოკი.

დამკვირვებლები, ვარაუდობენ, რომ აპარატში დაინსტალირებული იქნბა ოპერაციული სისტემა Windows Phone 7 Mango-ს განახლების პაკეტით. მის შემადგენლობაში შევა: «მულტიტასკინგის» მხარდაჭერა, ბრაუზერი Internet Explorer 9-ის ბაზაზე ვებ-გვერდების დარანდერების აპარატული აჩქარების ფუნქციით, საძიებო ისნტრუმენტები, საუბრის გარჩევის საშუალება და ა.შ.

სმარტფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.

IDC-ის შეფასებით გასულ კვარტალში მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაიყიდა 99,6 მლნ სმარტფონი, რომელთაგანაც 8,9 მლნ ცალი იყო HTC. კომპანიის საბაზრო წილი დღევანდელი მდგომარებით არის 9%, ამ მაჩვენებლით HTC მეხუთე ადგილს იკავებს ყველაზე მსხვილ მწარმოებლებს შორის.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=pHYIROKQWCM

გამოყენებულია Mashable-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.