1911 წლის 16 ივნისს ა.შ.შ–ში შეიქმნა კომპანია სახელწოდებით Computing Tabulating Recording, რომელიც მოიცავდა Computing Scale Company of America–ს, Tabulating Machine Company–სა და International Time Recording Company–ს, ხოლო 1914 წელიდან ის ცნობილია, როგორც International Business Machines, ან, შემოკლებით IBM.
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კომპანია IBM–მა დიდი გავლენა მოახდინა სამყაროს განვითარებაში. თავად შეაფასეთ: მყარი დისკი, ფორტრანი, DRAM, SQL (და საერთოდ რელაციური მონაცემთა ბაზის კონცეფცია), შტრიხ–კოდები, ფლოპი დისკი — ეს ყველაფერი IBM–ის კედლებში შეიქმნა. გარდა ამისა IBM–ის თანამშრომლების მიერ იქნა აღმოჩენილი მაღალტემპერატურული ზეგამტარობა და შეიქმნა მასკანირებელი ტუნელური მიკროსკოპი, რის გამოც 1986 და 1987 წლებში, ფიზიკის დარგში, ნობელის პრემიები იქნა გაცემული.
კომპანიის ისტორია:
httpvhd://youtu.be/39jtNUGgmd4
ბმულები თემასთან დაკავშირებით:


ქედს ვიხრი IBM-ის წინაშე. გიგნატური და ჯიგრული ნიუსია 🙂 ( ისე მე რო დამედო უფრო გამისწორდებოდა :D)