Might & Magic: Heroes VI–ის ღია ბეტა ტესტირება 28 ივნისს დაიწყება, გვპირდება ფრანგული გამომცემლობა Ubisoft.
სტრატეგიით გართობას, სხვებზე ადრე, ისინი შეძლებენ, რომლებიც თამაშის წინასწარ შეკვეთას მისცემენ. რა თქმა უნდა, «ბეტაზე» წვდომას სხვებიც აიცულებლად მიიღებენ, მაგრამ აი როდის? — უცნობია. თქვენ მოგიწევთ სამი ერთმომხმარებლიანი მისიის, ქსელური ბრძოლების ერთი რუკისა და რამდენიმე გმირის დატესტვა.
სრულფასოვანი რელიზი 8 სექტემბერს შედგება და რა თქმა უნდა მხოლოდ PC-ზე.
სტუდია Black Hole–ის მიერ დამუშავებული «გმირების» მეექვსე ნაწილი Heroes of Might and Magic V–ის გაგრძელებას წარმოადგენს. აშანში გამგზავრების შემდეგ ჩვენ გავიგებთ თუ რა მოხდა Heroes V–ის სიუჟეტიდან ოთხასი წლის შემდეგ. საუკუნეების განმავლობაში, ზოგიერთი მთავარანგელოზი სამყაროს დაპყრობისა და დემონების განადგურებას საგულდაგულოდ გეგმავდა. თუმცა მათი საწადელის განხორციელებას ხელს გრიფონების დინასტია უშლის, რომელთაც წარმოვადგენთ ჩვენ.
ბეტა–ვერსიის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=MCY8pJYhjGY
წყარო: VG247

