კომპანია Motorola-მ ჩინეთის ბაზარზე, წარმოადგინა სმარტფონი Milestone 3 (მოდელი XT883), რომელიც ფუნქციონირებს Android 2.3. ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

სმარტფონი, ასევე ცნობილია, როგორც Droid 3 ( სავარაუდოდ ამ სახელით გამოვა აშშ-ში). აპარატი შესრულებულია «გვერდული სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილია «გამოსაწევი» QWERTY-კლავიატურით. 4-დიუმიან სენსორულ დისპლეის გააჩნია qHD გარჩევადობა (540×960 წერტილი).

სიახლის აპარატული ფუძე — ორბირთვიანი პროცესორი, ხოლო სიხშირიე არ სახელდება ( აქამდე ნახსენები იყო 1 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს;ასევე გათვალისწინებული ფლეშ-ბარათების სლოტი.

Milestone 3-ის განკარგულებაშია ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080p ფორმატში.

ჩინეთში, სმარტფონის გაყიდვები დაიწყება მესამე კვარტალში; სავარაუდოდ, თვის ბოლოს, მისი დებიუტი შედგება სხვა ქვეყნებშიც.

გამოყენებულია Motorola-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.