კომპანია Motorola-მ დააანონსა მძლავარი სმარტფონი Photon 4G, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

აპარატი შესრულებულია მონობლოკური ტიპის კორპუსში, ის არის nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე ორბირთვიანი პროცესორით, სიხშირე 1 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის — 16 გბ ( მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 32 გბ-მდე MicroSD-ბარათის საშუალებით).

4,3-დიუმიან სესნორულ დისპლეის, გააჩნია qHD გარჩევადობა (540×960 წერტილი). არის ორი კამერა: 0,3-მეგაპიქსელიანი ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში.

სმარტფონის არსენალში ასევე შედის; GPS-მიმღები, HDMI ინტერფეისი, Bluetooth 2.1 და Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერები. Photon 4G ფუნქციონირებს Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; მხარდაჭერილია GSM/CDMA ქსელებში მუშაობა.

სიახლე, გაყიდვაში გამოჩნდება მიმდინარე ზაფხულიდან, ხოლო მისი ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოყენებულია Motorola-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.