E3–ის ჩვენებაზე, კომპანია Sony-მ NGP–ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ მოწყობილობის შესაძლებლობები და მონაცემები საკმაოდ მძლავრი და საინტერესოა. მოკლედ, მოდით ერთად ვნახოთ თუ რა შეუძლია Sony NGP–ს:
- ცენრტალური პროცესორი: ARM Cortex-A9–ის 4 ბირთვიანი პროცესორი
- გრაფიკული პროცესორი: SGX543MP4+, OpenGL 2.0–ის მხარდაჭერით
- დისპლეი: 5–დიუმიანი მულტითაჩ OLED-დისპლეი, 960 × 544, TrueColor
- ზომები: დაახლოებით 182 x 83,55 x 18,6 მმ
- ღილაკები/გადამრთველები: ღილაკი PS, ჩამრთველ–გამომრთველი ღილაკი, მიმართულების ღილაკები (მაღლა/დაბლა/მარჯვნივ/მარცხნივ), სამოქმედო ღილაკები (სამკუთხედი/წრე/ჯვარი/ოთხკუთხედი), გვერდითა ღილაკები (მარჯვენა/მარცხენა), ორი მინი–ჯოისტიკი, Start და Select ღილაკები, ხმის დამარეგულირებელი ღილაკები(±)
- კომუნიკაცია: IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, Bluetooth 2.1 + EDR, 3G
- დამატებით: GPS, ელექტრონული კომპასი, სტერეოდინამიკი, მიკროფონი, წინა და უკანა კამერა, უკანა მულტითაჩ პანელი
რაც შეეხება თამაშებს, მოწყობილობა თავსებადია ონლაინ–სერვის PSN–თან და მისი ბიბლიოთეკის თამაშებთან (უბრალოდ უნდა დაველოდოთ როდის დაიწყებს სსერვისი ძველებურად მუშაობას). მოწყობილობა თამაშის დროს ავტომატურად ადაფტირდება გამოსახულებასთან, რაც კომფორტული გართობის საშუალებას იძლევა.
httpvhd://youtu.be/6zGPJu2N2bI
httpvhd://youtu.be/W82RHqL8FDs
httpvhd://youtu.be/yq_LSb6p6F0
პირადად მე ეს კონსოლი ძალიან მომეწონა — დახვეწილი დიზაინი, ეკრანის ზომა და კონფიგურაცია. საინტერესოა მხოლოდ ის, თუ რა ეღირება ეს მოწყობილობა, თუნდაც ქართულ ბაზარზე.
წყარო: blog.us.playstation

