ტოკიოში (იაპონია) მეცნიერების და ინოვაციების განვითარების ნაციონალურ მუზემში შედგა, მსოფლიოში პირველი დიდ დიამეტრიანი OLED-გლობუსის პრეზენტაცია.

კონსტრუქციას ჰქვია, Geo-Cosmos, რომელიც შექმნა კომპანია Mitsubishi Electric-მა. ის არის ალუმინის ბურთი, რომელიც დაკიდებულია 18 მ-ის სიმაღლეზე. Geo-Cosmos-ის დიამეტრი შეადგენს 6 მ-ს, ხოლო მისი ზედაპირი შედგება 10 362 პანელისგან ორგანული შუქდიოდების ბაზაზე (OLED), თითოეულის ზომა — 96×96 მმ.

ბურთულაზე, ღრუბლების გამოსახულება აღნიშნავს, მეტეოროლოგიური თანამგზავრებისგან მიღებულ ყოველდღიურ ინფორმაციას. გლობუსზე აღინიშნება მონაცემები, რომლებიც ეხება მსოფლიო ოკეანეებს, ტემპერატურის და სხვა პარამეტრების ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია დედამიწის მდგომარეობასთან. Geo-Cosmos-ის საშუალებით, შესაძლებელია დავაკვირდეთ ჩვენი პლანეტის დღევანდელ გამოსახულებას და იმას, თუ როგორი იქნება ის მომვალში.

ახალი გლობუსის მოდელმა, შეცვალა მისი წინამორბედი, რომელიც შედგებოდა შუქდიოდებისგან (LED).

httpvhd://www.youtube.com/watch?v=QwIvYwJXObc

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.