კომპანია Panasonic ივლისში იწყებს, პორტატული კომპიუტერის განახლებული მოდელის Toughbook CF-C1-ის გაყიდვებს, რომელიც აღჭურვილია მბრუნავი დისპლეით.

ტრანსფორმირებადი ნოუთბუქი შესრულებულია მძლავრ კორპუსში, რომლის მეშვეობითაც, მას შეუძლია გაუძლოს 76 სმ-ის სიმაღლიდან ვარდნას. წყალგაუმტარი კლავიატურა იცავს, ელექტრონულ კომპონენტებს სითხისგან.

მოდერნიზებული Toughbook CF-C1-ის აპარატული ფუძე — პროცესორი Intel Core i5-2520M, (Sandy Bridge-ის პლატფრომების შემადგენლობიდან) ტაქტური სიხშირით 2,5 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს ( შესაძლებელია გაზრდა 8 გბ-მდე); ხოლო, მყარი დისკის მოცულობა — 320 გბ. ნოუთბუქის აღჭურვილობაში შედის: ქსელური კონტროლერები Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1, მოდული HSPA+ (არჩევით) და ქარდრიდერი SD/SDHC/SDXC.

12,1-დიუმიან ეკრანს გააჩნია გარჩევადობა 1280×800 პიქსელი; მხარდაჭერილია «მულტითაჩ» ინრერფეისი. მოწყობილობას, შესაძლებელია ჰქონდეს ორი აკუმულატორული ელემენტი, რომლებიც უზრუნველყოფენ 12 საათამდე მუშაობას ავტომატურ რეჟიმში. ოპერაციული სისტემა — Windows 7 Professional.

განახლებული Toughbook CF-C1-ის ღირებულება არის 1 900 ევრო.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.