მორიგი საინტერესო ინფორმაცია, Е3–ის ღონისძიებიდან, Kinect–ის მფლობელთათვის. დაანონსდა თამაში Raving Rabbids: Alive & Kicking.

პროექტი, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, Xbox 360 კონსოლებისთვის გამოვა; გამომცემელი — Ubisoft, მწარმოებელი — «უბის» ერთ–ერთი შიდა სტუდია. თამაშის განსაკუთრებულობა — ტექნოლოგია Augmented Reality–სა და Kinect–ის მხარდაჭერა.

Raving Rabbids: Alive & Kicking–ში არ არის არანაირი სიუჟეტური კამპანია, პირდაპირ რომ ვთქვათ ეს არის მინი თამაში. პროექტი პოზიციონირებულია როგორც «საოჯახო გასართობი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის». აქედან გამომდინარე, მას აქვს კოოპერატიული რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც ოთხ ადამიანზე არის გათვლილი. მოსალოდნელია, ასევე, სოცქსელ Facebook–თან ინტეგრაცია.

«გეგონათ, რომ კურდღლები არ არიან სახიფათო და ხელს არ უშლიან ყოველდღიურ ცხოვრებას? — რიტორიკულად კითხულობენ დეველოპერები. — თქვენ ცდებით: კურდღლები ბრაზდებიან და ცდილობენ თავდაყირა დააყენონ თქვენი ცხოვრება».

თამაშის E3-პრეზენტაცია:

httpvhd://youtu.be/oSBJDu5KhFI

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.