ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung უახლოეს თვეებში წარმოადგენს მძლავრ კომუნიკატორს Android 2.3.4 (Gingerbread) ვერსიის პროგრამულ პლატფორმაზე.
სმარტფონი სავარაუდოდ გამოვა, დასახელბით Galaxy S II Plus და მიიღებს ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც. შედარებისთივს: ფლაგმანური აპარატი Galaxy S II აღჭურვილია 1,2-გიგაჰერციანი ჩიპით. სიახლეს, სავარაუდოდ, ექნება 1 გბ ოპერატიული მეხსიერება.
აღსანიშნავია, რომ სმარტფონის დებიუტი შედგება ივლისში ან აგვისტოში. ეკრანის ზომა სავარაუდოდ იგივე იქნება რაც აქვს Galaxy S II-ს — 4,3 დიუმი.
დამკვირვებლები, ვარაუდობენ, რომ სმარტფონს მოუწევს კონკურენციის გაწევა iPhone-ის ახალი მოდელისთვის, რომელსაც, არსებული მონაცემებით კომპანია Apple დააანონსებს სექტემბერში. ჭორების თანახმად, აპარატი მიიღებს ორბრითვიან პროცესორს А5-ს და კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით ( iPhone 4-ს აქვს 5-მეგაპიქსელიანი კამერა).
გამეყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

