E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე, რომელიც ლოს–ანჯელესში (ა.შ.შ) დღეს გაიხსნა, კორპორაცია Sony–მ დააანონსა სპეციალური მონიტორი, რომელიც PlayStation 3–სა და PSP–სთვის არის განკუთვნილი.

სიახლეს გააჩნია 24 დიუმიანი დიაგონალი და 3D–კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა, რომლის სანახავად აუცილებელია სათვალეები. ჩვეულებრივი, 2D-რეჟიმის გაფართოება 1920×1080 პიქსელს (Full HD ფორმატი) შეადგენს, კონტრასტულობა — 5 000:1, ასევე მოწყობილობას გააჩნია 176 გრადუსამდე ხედვის კუთხე და HDMI პორტი.

მონიტორის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ერთდროულად ორ მომხმარებელს უჩვენოს სრულფასოვანი გამოსახულება, რა თქმა უნდა ორივე მომხმარებელმა უნდა გამოიყენონ 3D-სათვალეები. კონკრეტულად: შესაბამის სათამაშო რეჟიმში არ არის აუცილებელი ეკრანის ორ ნაწილად გაყოფა.

სიახლე გაყიდვაში შემოდგომის შუა რიცხვებში გამოჩნდება. კოპლექტში შედის: ორი სათვალე, HDMI–კაბელი და თამაში Resistance 3. მისი ფასი 500 დოლარს შეადგენს.

წყარო: CNET

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.