კომპანია Microsoft, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინოს, რომელიც შეცვლის Xbox 360–ს, «სტუდია Crytek–ის სანდო წყაროებიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით», იუწყება რესურსი VideoGamer.
იუწყებიან, რომ Crytek–მა უკვე დაიწყო მუშაობა TimeSplitters 4–ზე (შუთერი), რომელიც ახალ MS-კონსოლზე გამოვა. სიახლე დღეისათვის ცნობილია როგორც Xbox 720. მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ TimeSplitters 4–ში გამოყენებულიქნება პროგრამული ინტერფეისი DirectX 11 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოწყობილობა მაღალი წარმადობის ვიდეოქვესისტემას მიიღებს.
ასევე იმის შესახებ, რომ Microsoft–მა დაიწყო ახალ კონსოლზე მუშაობა, ნათქვამია «მომავალი თაობის კონსოლური არქიტექტურის» დამუშავების სპეციალისტების ძიების მარტის განცხადებაში. მაშინ კორპორაცია ეძებდა ექსპერტებს გრაფიკის აპარატული პლატფორმის, აუდიოსისტემის და სხვ. დარგებში.
ვებ–წყაროებს მიაჩნიათ, რომ Xbox 720–ის დებიუტი შესაძლოა Electronic Entertainment Expo–ს (E3) მომავალ ჩვენებაზე შედგეს, რომელიც ლოს–ანჯელესში (ა.შ.შ), 2012 წლის 5–დან 7 ივნისის ჩათვლით, ჩატარდება.
წყარო: VideoGamer

