“ვოიაჯერ-1” დედამიწისაგან ყველაზე მოშორებული კონტროლირებადი აპარატია; დღესდღეობით ჩვენს შორის მანძილი შეადგენს 17,5 მლრდ კილომეტრს. მისგან რადიოსიგნალები საკმაოდ დაგვიანებით აღწევს დედამიწაზე. (NASA-ის ფოტო)
შემუშავებულია რადიოკავშირის სისტემის პროტოტიპი, რომელიც, სიგნალის გადაცემის სიჩქარეს 20-ჯერ გაზრდის და შეძლებს რამოდენიმე გალაქტიკათაშორისო სადგურიდან ერთობლივად რამოდენიმე მონაცემების დამუშავებას.
ახალი სისტემა წარმოადგენს Intermediate Frequency and Modem System-ის (IFMS) მოდიფიკაციას, რომელიც ბრიტანეთის სამხედრო ტექნოლოგიურმა კონცერნმა BAE Systems შექმნა 90 იანი წლების ბოლოს. IFMS-ი, რომლის მუშაობის ვადა 2015 წლისათვის იწურება, განკუთვნილია სუსტი რადიოტალღების დასაჭერად, რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) შორს გაშვებული ზონდებისაგან მოდის.
მუშაობის მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ აპარატი ანალოგურ სიგნალს გარდაქმნის ციფრულად, ასევე სიგნალს ატარებს ციფრულ ფილტრში (Digital filter) და ახშობს ფონურ ხმაურს. პროტოტიპში ფილტრის დისკრედიზაციის (Sampling rate) სიხშირე შეადგენს 700 მჰც-ს (წინა მაჩვენებელი შეადგენდა 35 მჰც-ს). იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ფილტრზეა დამოკიდებული მიმღების “გამტარუნარიანობა”, შეიძლება საუბარი იმაზე, რომ მოწყობილობის მუშაობის სისწრაფე 20-ჯერ გაიზრდება, განმარტავს პროექტის მთავარაი ინჟინერი ნიკ ჯეიმსი.
ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელის დისკრეტიზაციის სიხშირეც ასევე გაიზარდა — 280 მჰც-დან 2,1 გჰც-მდე, რომელმაც 1,8გჰც სიხშირის სიგნალების მიღების საშუალება მისცა. ამ დიაპაზონში შედიან რამდენიმე დეციმეტრის სიგრძის რადიოტალღებიც (მობილური ტელეფონის სიგნალი) და ასევე რამდენიმე ათასი კილომეტრის.
IFMS-ის მსგავსად, ახალ სისტემას ექნება მოდერნიზაციის ფართო საშუალებები, ასე რომ ზემოთ მოყვანილი პარამეტრები არ არის საბოლოო, აღნიშნავს, ნიკ ჯეიმსი. ESA აპირებს არა მარტო მახასიათებლების გაზრდას, არამედ კოსმოსური კავშირის ღირებულების შემცირებასაც.
სპეციალისტებს არ დაუკონკრეტებიათ რამდენ ხანში შევა სისტემა ექსპულატაციაში ან რამდენი დახარჯა BAE Systems-მა ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში.
გამოყენებულია The Engineer-ის მასალები.

