კომპანია Pioneer Computers Australia-ს პლანშეტურ ხაზს დაემატა DreamBook ePad N10 10, 1-დიუმიანი დისპლეით. სიახლის აპარატული პლატფორმა არის მეორე თაობის nVidia Tegra.

პლანშეტში გამოიყენება ორბირთვიანი პროცესორი Cortex-A9 ტაქტური სიხშირით 1გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უტოლდება 1 გბ-ს. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობაა 4 ან 16 გბ; აქვს ასევე MicroSD ბარათი. ეკრანს გააჩნია «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მისი გაფართოებაა 1024×600 პიქსელი; არჩევით შესაძლებელია შეუკვეთოთ 1280×800 წერტილის გაფართოების ეკრანი.

სიახლეს შემადგენლობაში შედის: Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 +EDR ადაპტერები, 3G მოდული, GPS მიმღები, ორიენტაციის სენსორი და სტერეოფონური დინამიკები. აქვს 2 კამერა: 1,3-მეგაპიქსელიანი შუაში და 5-მეგაპიქსელიანი კორპუსის უკანა მხარეს.  ასევე HDMI და USB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურთსასმენებისთვის და ბუდე დოკ-სადგურისთვის.

პლანშეტის ზომებია – 264,7×176,3×10,5 მმ, წონა – 670 გ. ავტომატური მუშაობის დრო ვიდეოს ჩვენების რეჟიმში აღწევს 10 საათს. PC-ზე ინსტალირდება Android 3.0 (Honeycomb) ოპერაციული სისტემა.

DreamBook ePad N10-ის ფასი – 500 დოლარიდან; დამატებითი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გამოყენებულია Pioneer Computers Australia-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.