კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება, პორტატულ კომპიუტერ  DreamBook Power W27-0B-ზე 17,3-დიუმიანი დისპლეით.

სიახლის აპარატული ფუძე — AMD Brazos-ის პლატფორმა: საბაზისო კონფიგურაციაში, ნოუთბუქი აღჭურვილია ჰიბრიდული პროცესორით E-350 Zacate, რომელსაც აქვს ორი გამომთვლელი ბირთვი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც და გრაფიკული კონტროლერი Radeon HD 6310 DirectX 11-ის მხარდაჭერით. ასევე შესაძლებელია, 1-გიგაჰერციანი ჩიპის C-50-ის შეკვეთა.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა  — 8 გბ. კომპიუტერს გააჩნია, მეხსიერება მოცულობით 1 ტბ(ან SSD 256 გბ), ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray), ქარდრიდერი «9 1-ში», 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, ქსელური ადაპტერი  Gigabit Ethernet და  Wi-Fi. ეკრანის გარჩევადობა — 1600×900 ან 1920×1080 წერტილი.

DreamBook Power W27-0B-ს აქვს, სამი USB 2.0 პორტი,  D-Sub და HDMI ინტერფეისი. აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტომატრუ მუშაობის დრო აღწევს  5–6 საათმდე. ნოუთბუქის ზომები — 413×270×14–41 მმ, წონა— 2,9 კგ.

ნოუთბუქის ღირებულებაა 600 დოლარი.

გამოყენებულია Pioneer Computers Australia-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.