კომპანია Elgato გვთავაზობს, კომპაქტურ TV-ტუნერს HDHomeRun-ს, რომლსაც შეუძლია, ნებისმიერი საშინაო კომპიუტერის გარდაქმნა ტელევიზორად.
მოწყობილობას აქვს, სატელევიზიო ანტენის და ასევე კაბელის შესაერთებელი ბუდე, რომლის მეშვეობითაც, ტუნერი უერთდება Ethernet-ქსელის მარშრუტიზატორს (router). HDHomeRun, იძლევა სხვადასხვა TV-პროგრამების ყურების საშუალებას ერთდროულად ორ კომპიუტერზე, Mac OS X-ის ან Windows-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
თუ, სახლში არის 802.11n სტანდარტის Wi-Fi-ქსელი, შესაძლებელია TV-სიგნალის გადაცემა უკაბელო კავშირით. კომპლექტში შედის, პროგრამული უზრუნველყოფა EyeTV 3, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, პროგრამის დაპაუზება, გადახვევა და ა.შ. გარანტირებულია, თავსებადობა Windows 7 Media Center-თან.
HDHomeRun-ის შეძენა შესაძლებელია, 180 დოლარად.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=9BoFsGIKcuk
გამოყენებულია Elgato-ს მასალები.



ქართულ არხებს დაიჭერს?
კი დაიჭერს 🙂
ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავებს
აი ვიდეოს ვერ ჩაიწერს, იმიტომ რომ ჩვენი არხების განრიგი არ იცის სერვერმა 🙂