ერიკ შმიდტმა საჯაროდ გაუკეთა კომენტარი იმ სასამართლო საქმეებს, რომლებიც Google Android-ის და მწარმოებლების წინააღმდე იქნა შეტანილი უახლოეს დროებში. მან თქვა რომ, კონკურენტები – პირველ რიგში Apple – შეშინებულია კონკურენციით და ცდილობს მოიშოროს ყველაზე სწრაფად მზარდი მეტოქეები.

თუმცა პირდაპირGoogle-ის წინააღმდეგ არავის შეუტანია სარჩელი, ისეთი მწარმოებლები როგორიცაა HTC და Samsung ბრალდებულები არიან Apple-ის პატენტების დარღვევაში მთელ რიგ სმარტფონებსა და პლანშეტებზე.

 

კონფერენციაზე Google “მობილური რევოლუცია” რომელიც ტოკიოში ჩატარდა, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა:

გასული წლის დიდი სიახლე იყო რომ Google Android  მოწყობილობები ძალიან სწრაფად გაიზარდნენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კონკურენტებს პასუხის გაცემა მოუწევთ.

მაგრამ ისინი ინოვაციებით არ პასუხობენ, ისინი პასუხობენ სასამართლო საჩივრებით.

ჩვენ არაფერი ცუდი არ გაგვიკეთებია, და ეს საჩივრები მხოლოდ ჩვენი წარმატებითაა შთაგონებული.

შმიდტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ Google მხარს დაუჭერს HTC-ს Apple-თან ბრძოლაში. მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუმცა დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავა.

გასულ კვირას შეერთებული შტატების საერთაშორისო ვაჭრობის კომისიამ დამნაშავედ სცნო HTC, Apple-ის ორი პატენტის დარღვევაში. თუ საბოლოდ დეკემბერშიც სცნეს HTC დამნაშავედ, მაშინ არა მხოლოდ მას ასევე სხვა მწარმოებლებსა და თვით Google-ს მოუწევს Apple-თვის როიალთის გადახდა.

ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ მრავალი მწარმოებელი უკვე იხდის ლიცენზიურ გადასახადს Microsoft-ის სასარგებლოდ, 10 – 15 დოლარამდე თითო Android მოწყობილობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მწარმოებლების მოგება შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს, შესაბამისად შემცირდება მათი Android პლატფორმით დაინტერესებაც.

One Response

  1. არა რა კომენტარი უნა გაავკეთო? ბატონო დევი თქვენ რას იტყვით?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.