გამომცემლობა Electronic Arts–მა ინტერნეტში თამაშ FIFA Manager 12–ის პირველი დეტალები გამოაქვეყნა.
პროექტი, რომელიც სტუდია Bright Future–ში იქმნება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მხოლოდ PC-ზე გამოვა. FIFA Manager — ეს არის სპორტული ეკონომიკის სიმულატორის სერია, რომელიც მთლიანად ფეხბურთს ეძღვნება. თამაში ჩვენგან არ ითხოვს დახვეწილ პასებს, სწრაფ სირბილს და გატანილ გოლებს. მთავარია — ფულის სწორად დათვლა და ჩვენი გუნდის წარმატებაზე ზრუნვა.
როგორც იუწყებიან, მეთორმეტე ნაწილში შვიდასამდე ცვლილება და განახლება იქნება შეტანილი, რადგან თამაშის თანაავტორი პროექტის მრავალი თაყვანისმცემელი გახდა. მოკლედ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეგზავნა საკუთარი თხოვნა თამაშის სრულყოფასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ხმების რაოდენობით ირჩევდნენ მხოლოდ საუკეთესოს. მთავარ სიახლეს 3D-რეჟიმი, ფეხბურთელებისა და მოწინააღმდეგე გუნდების მენეჯერების ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. ასევე შეიცვალა ტრანსფერების სისტემა და ფინანსების მართვა. ეს უკანაკნელი დიდად იქნება დამოკიდებული რეკლამაზე, რომელიც მოთამაშის მაისურზე იქნება გამოსახული.
წყარო: «1C-სოფტქლაბი»

