
ის რომ Google-მა გახსნა ახალი სოციალური ქსელი (უფრო ზუსტად, სოციალური სერვისების კონგლომერატი) Google+ არავისთვის არ არის ახალი. მოდით შევხედოთ ამას სხვა კუთხით და განვიხილოთ სხვა და სხვა ასპექტები. რით არის ეს კონკურენტების პროდუქციაზე უკეთესი და და რატომ არ არის ის Facebook-ის კიდევ ერთი უაზრო ალტერნატივა.
უპირველესად, Facebook-ის ყველა მცდელობა გახადოს ურთიერთობა და კონტენტის გაცვლა უსაფრთხო, შედეგში მაინც რთული და ჩახლართული გამოდის. გავიხსენოთ პრივატულობის მუდმივი ცვლილება, ჯგუფები…. ამასთანავე ყველაფერი სტანდარტულია, რასაც წერთ, ასე თუ ისე გადაეცემა თქვენს მეგობრებს, ხოლო კონტენტის მხოლოდ გარკვეული წრისათვის გაზიარება არც ისე მარტივია. Google+ დაფუძნებულია იადეაზე, რომ მომხმარებელი წერს, ფოტოს იღებს და ათავსებს მხოლოდ კონკრეტული მეგობრების წრისათვის, რასაც Google Circles კონცეფციამდე მივყავართ. წრის შექმნა მარტივია და მასში ხალხის დამატებაც ძალიან ადვილი. Circles-ის მთელი აზრი იმაშია რომ თქვენ კონტენტს მხოლოდ მეგობრების გარკვეულ წრეს უზიარებთ (ყველა მეგობარიც ხომ რა თქმა უნდა წრეა :-))
httpvhd://www.youtube.com/watch?v=BeMZP-oyOII
პროექტის შემდეგი ნაწილი არის Sparks, რომელიც საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ ინფორმაციას ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ინტერესების მითითება Facebook-ის პროფილშიც არის შესაძლებელი, მაგრამ აქ სიახლები ავტომატურად გენერირდება, Google-ის News და Reader სერვისების საშუალებით. ეს მშვენიერი იდეაა და ამასთანავე ნუ დაგავიწყდებათ, რომ Google+-ის საშუალებით ამ ინფორმაციის განხილვა და გაზიარება ძალიან მარტივი იქნება.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=MRkAdTflltc
Hangouts – ეს არის ონლაინ ურთიერთობის ახალი კონცეფცია. როცა ჩვენ ვუგზავნით ვინმეს პირად შეტყობინებს, ჩვენ ვგულისხმობთ კონკრეტულ თემას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენ უბრალოდ საუბარი გვჭირდება? “მოდით ვისაუბროთ!” Hangouts-ის საშუალებით შესაძლებელია მოვიწვიოთ ნებისმიერი ჩვენი წრე და გავმართოთ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც ტექსტური ვიდეო თუ აუდიო ჩეთის საშუალებით ხორციელდება.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Tku1vJeuzH4
სერვისი ჯერ-ჯერობით ბეტა-ტესტირების სტადიაშია და მალე ველოდებით მის გამოჩენას უკვე მთელი პუბლიკისათვის. იმედია პროექტს იგივე მომავალი არ ექნება, როგორც Google Wave ქონდა თავის დროზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Google-ს უკვე აქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ საკუთარი სოციალური ქსელი გამართოს და წარმატების გარკვეული გარანტიაც აქვს, მის ხელშია Android მობილური პლატფორმა, ასევე მომხმარებლების სერიოზული ბაზა, რომელიც ამ სერვისს ავტომატურად მიიღებს მისი გამოსვლისთანავე.

მაგრად ველოდები როდის მორჩება ბეტა-ტესტირება 🙂
შემოდგომაზე მორჩებიან ალბათ და დაიწყება საზოგადო ტესტირება
აშკარად უძლიერესი რამ იქნება 🙂
ხოდა ძალიან კარგი. ხო ვამბობდი google ჯიგარია თქო 😀