ყოველ თვე, მთელს მსოფლიოში, 15 მლნ–ზე მეტი «გუგლფონი» აქტიურდება

როგორც Google–ის მობილური პლატფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, ენდი რუბინი იუწყება, Android–ის აქტივაციის ყოველდღიურმა რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა. მაისში ეს მაჩვენებელი 400 ათასს შეადგენდა, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — 300 ათასს.
ბატონი რუბინის თქმით, ყოველ კვირას Android-აპარატების აქტივაციის რაოდენობა 4,4%–ით იზრდება.
გასულ წელს, Gartner–ის შეფასებით, პლატფორმა Android–ის წილი ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე 22,7%–ს შეადგენდა და გავრცელების მოცულობით, Symbian–ის შემდეგ, რიგით მეორე ადგილს იკავებდა. მიმდინარე წელს, როგორც მოსალოდნელია, 38,5%–ით Android ლიდერობას არავის დაუთმობს, ხოლო 2012 წელს მობილური OS-ის ბაზრის ნახევარზე მეტს დაიკავებს.
შეერთებულ შტატებში, სმარტფონების ყველაზე გავრცელებულ OS-ების დავაში, «ანდროიდი» უკვე გავიდა პირველ ადგილზე: იქ ამ ოპერაციული სისტემის წილი 36%–ს აჭარბებს.
წყარო: Computerworld
