Search

RPG თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება

როლური თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning, რომელიც ჟანრის აღიარებული ოსტატებისგან იქმნება, 2012 წლის თებერვალში გამოვა, განაცხადა პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ტოდ მაკფერლეიმ (Todd McFarlane).

ComicCon 2011–ის ჩვენებაზე მაკფერლეიმ განაცხადა, რომ სტუდია 38 Studios და Big Huge Games თამაშის გამოშვებას «მომავალი წლის თებერვლისთვის გეგმავენ, თუ რა თქმა უნდა კომპანია Electronic Arts–მა საკუთარი კორექტირების შეტანა არ მოინდომა». EA–მ ამ განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: «ჩვენ პირობა დავდეთ, რომ რელიზი 2012 წლის დასაწყისში შედგება, ასე რომ არაფრის დამატებას ჩვენ არ ვაპირებთ».

პროექტს ხელმძვანელობს შესანიშნავი სამეული: ბატონი მაკფერლეი, რომელმაც თავის დზროზე კომპიქსი «სპაუნი» შექმნა, პასუხს მთლიანად მხატვრულ მხარეზე აგებს. მთავარი დიზაინერის მოვალეობას კენ როლსტონი (Ken Rolston) ასრულებს, რომელიც ასევე TES III: Morrowind–ს ხელმძღვანელობდა. ხოლო რაც შეეხება სიუჟეტს, მასზე მწერალი რობერტ სალვატორე მუშაობს (R. A. Salvatore), ადამიანი, რომელიც Forgotten Realms–ის სამყაროს ქმნის. თამაში PC-ზე, PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://youtu.be/vTqdSOTnR6I

წყარო: VG247