ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია LG წლის ბოლოს, წარმოადგენს, მინიმუმ შვიდ ახალ კომუნიკატორს Android-ით და Windows-ით.
არსებული ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება «გუგულფონები» Prada K2, Univa, Victor, Gelato NFC, E2, K და ასევე Fantasy, Windows Phone 7 Mango-ს ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
ცნობილია, რომ მოდელი Prada K2 მიიღებს, 4,3-დიუმიან სენსორულ დისპლეის Nova, ორბირთვიან პროცესორს, მთავარ კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, წინა 1,3-მეგაპიქსელიან კამერას და 16 გბ ინტეგრირებულ ფლეშ-მეხსიერებას. მოწყობილობა შესრულებულია 8,8 მმ-ანი სისქის კორპუსში.
მოწყობილობა Univa, აღჭურვილი იქნება, 800-მეგაჰერციანი პროცესორით, 3,5-დიუმიანი თაჩსქრინით (480×320 წერტილი), 5-მეგაპიქსელიანი კამერით და Wi-Fi-კონტროლერით. კორპუსის სისქე — 11,9 მმ.
Victor-ის მახასიათებლები, სავარაუდო მონაცემებით ასეთია: 3,8-დიუმიანი OLED-ეკრანი (800×480), პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც, ორი კამერა (5 და 0,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით) და ასევე, Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი.
აპარატი Gelato NFC, მიიღებს, NFC ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ნახსენებია, მირკოჩიპი სიხშირით 800 მჰც, 3,2-დიუმიანი დისპლეი (480×320) და კამერა 3-მეგაპიქსელიანი მატრიცით.
E2-ის არსენალში შევა: პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც-მდე, QVGA-ეკრანი (320×240) და კამერა 3-მეგაპიქსელიანი მატრიცით.
სმარტფონების, K-ის და Fantasy-ის მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

