ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Motorola ამზადებს 10-დიუმიან პლანშეტს.

სიახლე, Xoom-თან შედარებით, იქნება უფრო თხელი და მიიღებს უფრო მაღალი გარჩევადობის დისპლეის, რომელიც არის 2048×1536 პიქსელი (Xoom –1280×800 ). ჭორების თანახმად, პროგრამულ პლატფორმად არჩეულია ოპერაციული სისტემა Android 4.0 (Ice Cream Sandwich).

მომავალ პლანშეტს, შესაძლოა ჰქონდეს, «სისტემა ჩიპზე» Kal-El (მესამე თაობის Tegra), რომლის შემადგენლობაშიც შედის ოთხი გამოთვლითი ბირთვი და 12-ბირთვიანი გრაფიკული კონტროლერი GeForce. nVidia-ს განცხადებით, ახალი «სისტემა ჩიპზე» ხუთჯერ აღემატება Tegra-ს მეორე თოაბას მწარმოებლურობით.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ  დაიწყო Xoom-თვის Android 3.2 ვერსიის განახლების გავრცელება. გარდა ამისა, Android 3.2-ში გაუმჯობესებულია, SD-ბარათის მხარდაჭერა, რელიზებულია თავსებადობა  Qualcomm-ის ახალ პროცესორთან, ოპტიმიზირებულია ინტერფეისი და ა.შ.

გამოყნებულია Fudzilla-ს და CNET News-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.