იაპონური კომპანია Global Wave-მა შეიმუშავა ფირი Pic3D, რომლის მეშვეობითაც სტანდარტულ ეკრანზე შესაძლებელია სტერეოსკოპული გამოსახულების ყურება.
Pic3D-ის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია საფეხუროვანი ლინზის სისტემის გამოყენებაზე. GlobalWave-ის განცხადებით, ფირი ატარებს 90% სინათლეს, ხოლო ხილვადობის კუთხე შეადგენს 120 გრადუსს. მოცულობითი სურათის სანახავად სპეციალური სათვალეები საჭირო არა არის.
Global Wave გეგმავს ფირების გამოშვებას 12,1 დიუმიანი (1280×800 პიქსელი), 15,6 (1366×768), 21,5 (1920×1080) და 23 დიუმიანი (1920×1080) ეკრანებისათვის. ამის გარდა, მწარმოებლები წარმოადგენენ Pic3D-ის ვერსიას iPad 2-ისათვის, კომუნიკატორ iPhone და ფლეერ iPod touch-ისათვის.
3D-გამოსახულების სანახავად საჭიროა მოწყობილობაში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება შემუშავებულია Windows და iOS პლათფორმებისათვის.
Pic3D-ის გაყიდვები დაიწყება აგვისტოში; ფირის ფასი დამოკიდებულია ეკრანის ზომაზე და მერყეობს 25-დან 186 დოლარამდე.
გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

