იაპონურმა კომპანიამ SKR Technology-იმ წარმოადგინა კომპიუტერული სისტემის ნიმუში 32-დიუმანი პანელით, რომელიც ფუნქცინორებს Android-ის მართვის ქვეშ.

SKR აღნიშნავს, რომ დადგეგმილი იყო Windows 7-ის პლატფორმის გამოყენება, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ Windows 7-ის პლატფორმა სრულად, ვერ აკმაყოფილებდა დამკვეთების მოთხოვნებს. ამის შემდეგ, გადაწყდა Android OS-ის გამოყენება, რომლისთვისაც, დაიწერა სპეციალური დრაივერები.

პანელს, სტანდარტულ ინტერფეისითან და Android-ის ოპერაციული სისტემის ფუნქციონალთან წვდომის გარდა, გააჩნია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩვენების მხარდაჭერა Full HD ფორმატში. არის «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერაც.

პროდუქტის კომერციული ვერსიის გამოშვება, იგეგმება სექტემბრიდან. პერსპექტივაში, SKR Technology აპირებს, სხვადასხვა ზომის პანელების გამოშვებას, კონკრეტულად, 23 და 46 დიუმიანი დიაგონალით.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=TNzt1SdEDu8

გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.