
2011 წლის 8 ივლისს 22:29 შატლი “ატლანტისი” გაემგზავრა მის ბოლო რეისზე. დაახლოებით 9 წუთში ის უკვე ორბიტაზე იყო.
შატლის კაბინაში ოთხი ასტრონავტი ზის: მეთაური კრის ფერგიუსონი (Chris Ferguson), პილოტი დაგ ჰერლი (Doug Hurley), და ასევე მისიის სპეციალისტები სანდა მაგნუსი (Sandra Magnus) და რექს უოლჰეიმი (Rex Walheim). მათი დავალებაა საერთაშორისო სადგურზე აიტანონ დიდი რაოდენობის მარაგი, სათადარიგო ნაწილები და ექსპერიმენტული მოწყობილობები.
“ატლანტისის” სატვირთო ნაკვეთურში არის მოთავსებული ლოჯისტიკის მოდული Rafaello. მასში თითქმის ოთხი ტონა ტვირთია. მაგრამ ყველაზე საიტერესო ტვირთი ამ მოდულის გარდა იყო ექსპერიმენტული მოწყობილობა Robotic Refueling Mission (RRM), რომელიც დამონტაჟებული იქნება სადგურის ერთ-ერთ გარე პლატფორმაზე.

250 კილოგრამიანი აპარატი RRM შექმნილია ტესტირებისთვის, სადაც უნდა შემოწმდეს ორბიტალური საწვავით გასამართი სადგურის კომპონენტები. ტექნოლოგია, რომელიც გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრმა შექმნა, ითვალისწინებს ორბიტალურ გამართვას. მისი საშუალებით საწვავის დამატება შესაძლებელი იქნება ისეთ თანამგზავრებშიც, რომლებიც თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული ამისთვის.
კოსმოსური სერვისმენის როლს შეასრულებს, ორ კიდურიანი მანიპულატორი Dextre. გამოცდისას ის მიუახლოვდება RRM მოდულს და აღჭურვილობაში შემავალი ინსტრუმენტებით შეასრულებს დაკისრებული ოპერაციების იმიტაციას, ასევე მოახდენს თანამგზავრის ტექნიკურ მომსახურეობასაც.

შატლის უკანასკნელი რეისის ამოცანებში ასევე შედის გაფუჭებული ამიაკის ტუმბოს დედამიწაზე დაბრუნება, რომლითაც სადგური გრილდება. ეს აგრეგატი ერთი წლის წინ გამოვიდა მწყობრიდან და ის 2010 წლის აგვისტოში შეცვალეს ახლით. თუმცა შეცვლის მერე ძველი ტუმბო იქვე დატოვეს. ახლა უკვე ინჟინრებს საშუალება ექნებათ შეიწავლონ გაფუჭებული ტუმბო და გაითვალისწინონ დაშვებული შეცდომები ახლის შექმნისას.
STS-135-ის დაგეგმილი ფრენის დრო არის 12 დღე. ნუმერაციასთან სრულ შესაბამისობაში ეს არის ასოცდამეთხუთმეტე მისია ისტორიაში (ხოლო ატლანტისისთვის ეს რიგით 33 რეისია ორბიტაზე) და რიგით 37 ვიზიტი საერთაშორისო სადგურზე.
30 წლის განმავლობაში ხუთი შატლისგან შემდგარმა ფლოტმა ორბიტაზე გაიტანა 1,6 ათასი ტონა ტვირთი და სასარგებლო დატვირთვის ნახევარზე მეტი, რომელიც შესრულდა ყველა მისიის დროს ისტორიის განმავლობაში.
მიუხედავად კრიტიკისა, რომელიც ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს, ორ ტრაგედიას, რომელმაც 14 სიცოცხლე შეიწირა, გაშვების ღირებულების გაძვირება და სხვა პრობლემებს ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შტამბეჭდავ და მნიშვნელოვან პროგრამად კოსმონავტიკის ისტორიაში. ცოტა არ იყოს საწყენიცაა, რომ ეს პროგრამა დასრულდა.
და აი უკანასკნელი გაშვების ვიდეოც:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=3deA3BXAnHs
გამოყენებულია: NASA-ს მასალები
