IEEE 802.22 არის სტანდარტი Wireless Regional Area Network (WRAN) (უკაბელო რეგიონული მასშტაბის ქსელი) რომელიც იყენებს სიცარიელეებს (white spaces) სატელევიზიო სიხშირეების სპექტრში.
მთავარი განსხვავება წინა სტანდარტებისგან ის არის რომ ახალი სტანდარტი უფრო შორ მანძილზე მუშაობს. ერთი გადამცემი სადგურის სიგნალი, ყოველგვარი დახმარებისა და გამაძლიერებლების გარეშე აღწევს 100 კილომეტრამდე მანძილში. მართლაც შთამბეჭდავია და მალე ის ძველ 802.11 a/b/g/n სტანდარტს ჩაანაცვლებს.
ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არც ისე მალე, რამდენადაც უკაბელო მოწყობილობების უმრავლესობა დღეს არსებულ სტანდარტებზე მუშაობს თანაც მომხმარებლების მოთხოვნები უმეტესწილად დაკმაყოფილებულია. მეორე მხრივ, ტექნოლოგიების ცვლა დღეს სწრაფი ტემპებით ხორციელდება, ზოგიერთ ქვეყანაში ანალოგური ტელევიზია, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო შეიცვალა ციფრულით ძალიან მოკლე ვადებში. იგივე შეიძლება მოხდეს რამოდენიმე წელში და შეიცვალოს WiFi სტანდარტიც.
სიხშირეების დიაპაზონი, რომელთანაც მუშაობს ახალი სტანდარტი არის 54 დან 698 მეგაჰერცამდე. ასე და ამგვარად, ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია 22 მეგაბიტამდე 100 კილომეტრის რადიუსში ერთი საბაზისო სადგურის მეშვეობით. შესაძლოა ზუსტად ამ სტანდარტმა შემოუერთოს გლობალურ ქსელს დაშორებული რეგიონები, რომლის მაცხოვრებლებსაც დღემდე არ აქვთ ინტერნეტი ან იხდიან სერიოზულ გადასახადებს.
ახლა უკვე, როცა ახალი სტანდარტი დამტკიცებულია, მისი გამოყენება შესაძლებელია კომერციული ორგანიზაციების მიერ, რათა შეიქმნას მოწყობილობები ახალი ტექნოლოგიის შესაბამისად. და თუ მწარმოებლები მოინდომებენ, ახალი სტანდარტი საკმაოდ ჩქარა შემოვა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა ახალ ტექნოლოგებთან ერთად.
