
Ubuntu One – არის Dropbox-ის ანალოგიური საცავი ღრუბელში, პირველ რიგში სხვა და სხვა კომპიუტერებს შორის ინფორმაციის სინქრონიზაციისთვის. სახელისმიუხედავად მისი მხარდაჭერა ბევრ პლატფორმაზეა განხორციელებული, როგორც Ubuntu-ზე ასევე Android, iOS და Windows პლატფორმაზეც. მობილურებისთვის გათვალისწინებულია აუდიო სტრიმინგიც 3,99$ თვეში.
ახლა უკვე თავისუფალი სივრცე 2 გიგაბაიტიდან 5-მდე გაიზარდა. ახლა უკვე ამ სატარიფო გეგმას “Ubuntu One Free” ქვია. 20 გიგაბაიტით საცავის გზრდა 2.99$ ღირს თვეში.
ასევე გაიხსნა პროგრამა Ubuntu One App Developer Program, რომლის მიზანიცაა მიაწოდოს დეველოპერებს ინფორმაცია ყველა პლატფორმაზე მაქსიმალური ეფექტურობით, რომ გაადვილდეს პროგრამების ინტეგრაცია ღრუბელთან და დაჩქარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

უბუნტუ ჯიგარ 🙂