ჩვენი საიტის მკითხველთათვის მინდოდა Windows 8-ის შესახებ, რაც შეიძლება ობიექტური და ზუსტი განხილვა დამეწერა, თუმცა ძალიან ძნელია მოიპოვო დაზუსტებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება რამე პროგნოზებისა და მოსაზრებების ჩამოყალიბება. თუმცა არის რესურსები სადაც საკმაოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ინფორმაციის მიღება.

ოფიციალურად დაუდასტურებელი მონაცემებით, Windows 8-ის მთავარი თავისებურება იქნება 128-ბიტიანი აქრიტექტურის მხარდაჭერა. 2009 წლის ოქტომბერში, როცა გამოვიდა არაოფიციალური ინფორმაცია სადაც ნათქვამი იყო რომ Windows 8-ში გათვალისწინებული იქნება IA-128 არქიტექტურა და 64-ბიტის სრული ბინარული მხარდაჭერა.

ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით Windows 8-ში ყურადღება იქნება გამახვილებული ხმის ამოცნობაზე და ხმოვან მართვაზე. ასევე გაუმჯობესებული იქნება ვირტუალიზაციას, რაც მთელი ოპ. სისტემის ვირტუალიზაციას გულისხმობს; მობილური ოპ. სისტემის მჭიდრო ინტეგრაცია და ჟესტების ამოცნობის სისტემა.

ითვლება, რომ Windows 8-ში იქნება ჰიბერნაციის და მუშაობის გაგრძელების გაუმჯობესებული სისტემა, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი მეთოდები, PatchGuard-ის მოდიფიკაციის ჩათვლის.

მაიკროსოფტის პრეზენტაციაზე დაყრდნობით ახალ სისტემაში საგრძნობლად შემცირდება ჩატვირთვის დრო. გაუმჯობესებული იქნება ენერგომოხმარება და ენერგოეფექტურობა. საუბარია USB 3.0-ის და Bluetoot 3.0-ის მხარდაჭერაზე, ასევე  უკაბელო და სტერეოსკოპიული დისპლეების მხარდაჭერაც.

სიახლეებს შორის აღსანიშნავია მომხამრებლის სახის ამოცნობის სისტემა ვებ-კამერით. იგივე სისტემა უკვე რეალიზებულია სათამაშო კონტროლერში  Kinect , რომელიც Xbox 360  კონსოლისთვისაა განკუთვნილი.

პრეზენტაციაში დიი ყურადღება მიექცა კონკურენტებსაც და გაკეთდა ანონსი, რომ მსგავსად Apple-ის AppStore-სა და Google Chrome Store, Android Market, Web OS მაღაზიებისა იქნება Windows Store, რომელიც გაიმეორებს App Store-ის ფუნქციონალს და ინტეგრირებული იქნება ახალ ოპ. სისტემაში.

Windows 8-ში გათვალისწინებული იქნება ახალი უსაფრთხოების ინსტრუმენტები, რომლებიც გაადვილებს პრობლემების დიაგნოსტიკასა და გამოსწორებას. ნახსენებია “სისტემის განულების” ფუნქცია, რომელიც გადააყენებს Windows 8 სისტემას, რა თქმა უნდა მომხმარებლის ფაილების შენახვის შემდეგ. ასევე გათვალისწიენბულია აქსელერომეტრების, მყარი დისკების დაშიფრვის, GPS ნავიგაციის და WWAN-მოდულების მხარდაჭერა.

აი ვიდეო, რომელშიც ახალი ოპ. სისტემის სამომხმარებლო ინტერფეისის ნახვა არის შესაძლებელი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=p92QfWOw88I

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.