ფრანგული სტუდია Dontnod 2012 წლის მიწურულისთვის მესამე სახის სათავგადასავლო ექშენს, Adrift–ს გამოუშვებს. პროექტი PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ წინასწარი მონაცემებით, რადგან თამაშს ჯერჯერობით გამომცემელიც კი არ ჰყავს. უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია, როგორც დეველოპერები გვპირდებიან, უახლოესი მომავლისთვის იქნება ცნობილი.
მოთამაშეები მოხვდებიან 2084 წლის ნეო–პარიზში. თქვენ გელოდებათ ნამდვილი დისტოპია, შეთქმულებები და სრული ქაოსი. XXI საუკუნის დასაწყისში სოციალური ქსელების სწრაფი მომრავლება საშინელ შედეგებს მოიტანს, დარწმუნებულნი არიან მწარმოებლები. სამყაროს შთანთქავს ტექნოლოგია, კორპორაციები დაიწყებენ ადამიანის მეხსიერებისა და გონების მართვას, ხოლო მოგონებები ყველაზე ძვირფასი სავაჭრო პროდუქტი გახდება.
როგორც გვპირდებიან თამაშში იქნება ბრძოლები, სტელს–ელემენტები, თავსატეხები…
თამაშის ვიდეო რგოლი:
httpvhd://youtu.be/08DzSsJVVO0
წყარო: VG247

