გამომცემლობა SEGA–მ მესამე სახის კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა: 14 თებერვალს თამაში ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო 17–ში — ევროპაში.
თამაში, ტოსიჰიტო ნაგოსის (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობით, რომელიც გეიმერებისთვის კარგად არის ცნობილი Yakuza–ს სერიიდან, სტუდია SEGA Japan–ში იქმნება. Binary Domain მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა.
თამაშის სიუჟეტი მომავალში (2080 წელი) ვითარდება. ადამიანებსა და მოაზროვნე რობოტებს შორის მიმდინარეობს ომი გადარჩენისათვის. პრობლემის გადაჭრა საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს მოუწევს, რომელიც ტოკიოში გადასხეს. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია «ტაქტიკურ ელემენტებსა და კოორდინირებულ მუშაობაზე».
თამაშის თრეილერი:
httpvhd://youtu.be/Q9JsneE1UqU
წყარო: Joystiq