GoogleAndroidHardwareSamsung

Galaxy R: Samsung-ის პირველი სმარტფონი nVidia Tegra-ს პლატფორმაზე

Samsung_600_1.jpgსურათი არ შემონახულა

კომპანია Samsung-მა ევროპაში წარმოადგინა «გუგლფონი» Galaxy R, რომელიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში და მისი სისქე შეადგენს 9,6 მმ-ს.

ეს არის «სამსუნგის» პირველი სმარტფონი  nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე. მასში გამოყენებულია ორბირთვიანი ARM-პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ, ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა — 8 გბ.

Galaxy R-ს აქვს, 4,2-დიუმიანი სენსორული Super Clear LCD დისპლეი გარჩევადობით 480×800 წერტილი. არის ორი კამერა  — 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და 5-მეგაპიქსელიანი უკანა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 720р ფორმატში.

სმარტფონის არსენელაში შედის: უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები,  GPS-მიმღები,  FM-ტუნერი, MicroSD ბარათის სლოტი და ასევე MicroUSB პორტი. მოდელის წონა — 130 გ.

სიახლე არის, Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. ხოლო მისი ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

Samsung_600_2.jpgსურათი არ შემონახულა

httpvhd://www.youtube.com/watch?v=_sxBvpEwgGc

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2011 ·არქივის შესახებ