კომპანიებმა Google და Motorola-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე კომპანიის დირექტორებმა. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ა.შ.შ.-ს მთავრობამ, რის შემდეგადაც Google ოფიციალურად გამოვა მობილური ტელეფონების ბაზარზე.

Motorola გასული საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. ის თავიდან რადიომოწყობილობებს უშვებდა. 2011 წლის იანვარში კომპანია გაიყო ორ ნაწილად: Motorola Solutions და Motorola Mobility.

შესყიდვის შესახებ განცხადება Google-ის ხელმძღვანელმა ლარი პეიჯმა გააკეთა კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე.

2 Responses

  1. ნამდვილად კარგია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.