ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა (David Jaffe).
Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play.
მომხმარებელს ელოდება «დაუნდობელი ბრძოლები» უამრავი იარაღითა და მოტოციკლებით, მსუბუქი ავტომობილებით, ფურგონებითა და ვერტმფრენებითაც კი. რბოლა და სროლა შესაძლებელი იქნება როგორც ერთმომხმარებლიან, ასევე ონლაინ რეჟიმში (16 მოთამაშე).
თამაშის დემონსტრაცია:
httpvhd://youtu.be/QftoTHPs7LY
წყარო: Eurogamer


ამას სონიზე ვთამაშობდით და ახლა ემულატორით პერსონალურზეც. ჰეჰე, სპექტრი და დიდი ტანკი იყო ხოლმე მაგარი წყვილი. 🙂
ესეც ერთერთი კლასიკაა 🙂
მეც მიყვარდა ძალიან ეგ თამაში, იმედია უკეთესი თუ არა ისეთივე დრაივი მაინც ექნება.