
2011 წლის 5 აგვისტოს 20:25 წუთზე თბილისის დროით, იუპიტერისკენ დაიძრა ახალი კოსმოსური აპარატი. მისი მოწყობილობები ღრმად შეაღწევენ ღრუბლებში, რომ გაიგონ თუ რა არის მათ ქვეშ. პასუხმა შესაძლოა დაადასტუროს მზის სისტემის შექმნის არსებული თეორიები ან შეცვალოს მიმდინარე შეხედულებები მისი წარმოშობის შესახებ.
აპარატი “იუნონნა” (Juno) – არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არამარტო ამერიკისთვის, ასევე მსოფლიო კოსმოსური სფერსთვისაც. ბოლო მისია იუპიტერზე იყო ზონდი (New Horizons) 2007 წელს, რომელმაც უბრალოდ ჩაუფრინა გიგანტს. ალბათ ლაპარაკი ზედმეტია თუ რამდენად საინტერესოა პლანეტის შესწავლა ახლო მანძილიდან და დიდი ხნის განმავლობაში 🙂

ხუთი წლის შემდეგ Juno გავამეხუთე პლანეტის მაღალელიპტიკურ ორბიტაზე, რითაც მზის სისტემის შესწავლაში კიდევ ერთი ახალი გვერდი გაიხსნება.
აპარატის ამოცანები მრავალფეროვანია. ზონდი რღმად შეიხედავს იუპიტერის ატმოსფეროში, რომ გაზომოს მისი ტემპერატურა და შემადგენლობა, შეისწავლის ღრუბლების მოძრაობას.მისი წყალობით მეცნიერებს იმედი აქვთ დაადგინონ, რამდენად არის იუპიტერის ატმოსფეროში წყალი და ამიაკი. ამით გაირკვევა თუ რომელი თეორიებია უფრო მართებული პლანეტების წარმოშობის საკითხებში.

იუპიტერი უმთავრესად წყალბადისაგან და ჰელიუმისგან შედგება, მისი ფორმირება ადრინდელ ეტაპზე მოხდა, რითაც საწყისი მატერიალის უმთავრესი ნაწილი იქნა ათვისებულია, რომელიც მზის დაბადების შემდეგ გადარჩა.
ამ პროცესის დეტალები უცნობია. თეორიის თანახმად თავიდან შეიქმნა მყარი ბირთვი, რომელმაც მიიზიდა დარჩენილი გაზი და მტვერი ან პროტოპლანეტური მატერიალი დიდ სფეროდ შეიკრა რის შემდეგაც შეიკუმშა და შეიქმნა პლანეტა-გიგანტი. ამ და სხვა თეორიების გადასამოწმებლად საჭიროა იუპიტერის შემადგენლობის ზუსტი მონაცემები. ამიტომაც Juno-ს გაშვება ყველაზე მეტად პლანეტოლოგებს უხარიათ.
აპარატი ასევე შეადგენს იუპიტერის გრავიტაციული და მაგნიტური ველის რუქას, გამოავლენს პლანეტის რღმა აგებულებას. ყველაზე მეტი ყურადღება პლანეტის მაგნიტოსფეროს მიექცევა პოლუსების გარშემო, დაკვირვება ჩატარდება პოლარულ ციალზეც.

ერთი ბრუნი იუპიტერის გარშემო აპარატისთვის 11 დღე იქნება, ყოველი ბრუნის განმავლობაში მოწყობილობებმა ეკონომიურად უნდა ხარჯონ ენერგია, ამასობაში მზის ელემენტებმა უნდა შეაგროვონ სინათლის მაქსიმალური რაოდენობა.
ამერიკელების გეგმის მიხედვით 2016 წლის ივლის-აგვისტოში აპარატის იუპიტერთან მისვლის შემდეგ ის ერთი წლის განმავლობაში შეისწავლის პლანეტას და მის თანამგზავრებს. ამ დროის განმავლობაში ის გაზის გიგანტის გარშემო 33 ბრუნს შეასრულებს.
მისიის დასასრულისკენ “იუნონა” პლანეტის ატმოსფეროში ჩაიძირება, რა დროსაც ის მისთვის დავალებულ ბოლო ამოცანებსაც შეასრულებს.
