ამერიკის შეერთებულ შტატებში დროზე ადრე გათამაშდა კონკურსის პრიზი L Prize. ამერიკელებმა ამოარჩიეს საუკეთესო შემცვლელი კლასიკური 60 ვატიანი ვოლფრამის ნათურისთვის.

EnduraLED (მას უკვე LED L Prize lamp ქვია) შექმნისათვის ამერიკის მთავრობამ კომპანია Philips-ს არც მეტი არც ნაკლები $10 მილიონი დროლარი გადაუხადა.

მაგრამ იმისათვის რომ მიეღოთ პრიზი “მომავლის განათება” (Bright Tomorrow Lighting Prize), მწარმოებელს სერიოზული მუშაობა მოუწია – ახალი პროდუქტის მხოლოდ ტესტებმა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში რამოდენიმე თვე გასტანა.

კომპანია Phillips-ის სპეციალისტებმა შექმნეს მაღალეფექტური შუქდიოდური ლამპა, რომელიც ხარისხით, ექსპლუატაციის ვადით და ფასით აკმაყოფილებს ფართო გავრცელებისათვის და მასიური წარმოებისათვის საჭირო კრიტერიუმებს.

პროდუქს აქვს სტანდარტული ძირი E27. ლამპის მიახლოებითი ზომებია: 11 სანტიმეტრი სიგრძეში და 6 სანტიმეტრი სიგანეში. მისი მუშაობის ვადა 25 000 საათს ითვლის. დამტებით დეტალები შეგიძლიათ ნახოთ სპეციალურად გამოცემულ  PDF-დოკუმენტში.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=UDBIJaDXKDk

LED L Prize lamp მოიხმარს 10 ვატ ენერგიას, თუ შევადარებთ კლასიკურ ლამპას დანაზოგი 83% შეადგენს. სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ თუ ა.შ.შ-ში შეიცვლება ყველა გამოყენებაში მყოფი 60 ვატიანი ნათურა ახლით, ქვეყანა წელიწადში 35 ტერავატ-საათ ენერგიას დაზოგავს, გადაიხდის 3.9 მილიარდით ნაკლებს ელექტრო ენერგიისათვის და შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში 20 მილიონი ტონით.

Philips-მა მოიყვანა მაგალითი შედარებისთვის: “დანაზოგით” შესაძლებელი იქნებოდა მოგვემეარგებინა 10 მილიონი საცხოვრებელი სახლი ან მთელი სამი წლის განმავლობაში მიგვეწოდებინა დენი მთელი ვაშინგტონისთვის.

ამერიკის ბაზარზე  ახალი ნათურა 2012 წელს გამოვა და მისი ფასი დაახლოებით 40$ იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.