კომპანია LG Electronics IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგენს, არასტანდარტულ კომპიუტერულ მაუსს LSM-100-ს, რომლის შესახებაც, პირველი ინფორმაცია გამოჩნდა იანვარში.
წარმოდგენილი მანიპულატორის განაკუთრებულობა მდგომარებს შემდეგში: მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო კომპიუტერის ეკრანზე კურსორის სამართავად, არამედ გამოსახულების და დოკუმენტების დასასკანირებლად А3 ფორმატამდე. მომხმარებელს შეუძლია, მისთვის სასურველ დოკუმენტს გადაატაროს მაუსი და კორპუსზე განთავსებულ სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით, მისცეს ციფრული სახე.
დასაკანირებული გამოსახულება ინახება, როგორც PNG, JPEG, TIFF, BMP, PDF, XLS ან DOC; პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შედის მიწოდების კომპლექტში, შეუძლია ტექსტის ამოცნობა და დამუშავება.
მანიპულატორი აღჭურვილია, სენსორული ლაზერით, სტანდარტული მარჯვენა და მარცხენა ღილაკებით, უკან დაბრუნების ღილაკით და ბრუნვადი გორგოლაჭით. მოსალოდნელია, რომ სიახლის გაყიდვები ევროპაში, დაიწყება აგვისტოს ბოლომდე; მასუსი-სკანერის ღირებულება არის 150 დოლარი.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=A4NGXFv27AE
გამოყენებულია LG Electronics-ის მასალები.

