GoogleAndroidHardware

Meizu ამზადებს სმარტფონს ოხბირთვიანი პროცესორით

სმარტფონი Meizu M9

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, ჩინური კომპანია Meizu ამზადებს ფლაგმანურ კომუნიკატორს MX-ს.

როგორც მოსალოდნელია, გამოვა აპარატის ორი ვერსია: უმცროსი ვერსია მიიღებს, 16 გბ ჩაშენებულ მეხსიერებას და ორბრითვიან პროცესორს; ხოლო უფროსი მიიღებს, 32 გბ-იან ფლეშ-მოდულს და ჩიპს ოთხი  (!) ბირთვით (ტიპი და სიხშირე არ სახელდება). პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს, ოპერაცოიული სისტემა Android.

Meizu MX-ს ზოგიერთი მახასიათებელი იქნება, სმარტფონ Meizu M9-ის იდენტური, კერძოდ, დისპლეის გარჩევადობა — 640×960 წერტილი. ხოლო სენსორული ეკრანის ზომა გაიზრდება 3,5-დან 4-დიუმამდე.

სიახლის სხვა მახასიათებლებს შორის ნახსენებია უკაბელო კავშირის  Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები და კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით.

სავარაუდოდ, Meizu MX-ის ანონსი შედგება სექტემბრის ბოლოს.

გამოყენებულია Electronista-ს და Engadget-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2011 ·არქივის შესახებ