Search

Motorola Mobility: სმარტფონი Droid HD 4,5-დიუმიანი დისპლეით

 Motorola Mobility-ის გენერალური დირექტორი სანჯაი ჯა (Sanjay Jha)

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Motorola Mobility, რომელიც გასულ კვირას შეიძინა Google-მა, შესაძლოა უახლოეს მომავალში წარმოადგინოს ფლაგმანური სმარტფონი Droid HD.

მძლავარი აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში. სავარაუდოდ, ის მიიღებს 4,5-დიუმიან სესნორულ დისპლეის გარჩევადობით 1280×720 წერტილი და კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა 1080р ფორმატში (1920×1080). ასევე ნახსენებია წინა კამერა ვიდეოზარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს ექნება, ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ. გარდა ამისა, მოწყობილობის არსენალში შედის: MicroSD სლოტი, MicroUSB პორტი და HDMI ინტერფეისი.

პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს Android. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ სიახლის დებიუტი შედგება სექტემბერში.

გამოყენებულია  ITProPortal-ის მასალები.