Motorla Mobility-ის უფროსი სანჯაი ჯა (Sanjay Jha)
Motorola Mobility-ის უფროსმა სანჯაი ჯამ (Sanjay Jha) ისაუბრა, მიმდინარე წელს კომპანიის გეგმებზე ახალი მოწყობილობების გამოშევების შესახაბ.
მისი სიტყვებით, გამოსაშვებად ამზადებენ ორ პლანშეტურ კომპიუტერს: ერთერთი მათაგანი აღჭურვილია 10-დიუმიანი დისპლეით, როგორც Xoom, ხოლო მეორე პლანშეტს აქვს უფრო პატარა ზომის ეკრანი. სავარაუდოდ, პროგრამულ პლატფორმად გამოყენებული იქნება, Android-ის ოპერაციული სისტემა.
მესამე-მეოთხე კვრატლაში დაიწყება, ორი სმარტფონის გაყიდვები, LTE (Long Term Evolution) მობილური ქსელების მხარდაჭერით. სექტემბერში შესაძლებელი იქნება, კომუნიკატორის Droid Bionic-ის შეძენა, რომელიც დაანონსებული იყო იანვარში CES 2011-ის გამოფენაზე.
გასულ კვარტალში Motorola Mobility-მ, საერთო ჯამში მოახდინა 11,0 მლნ მობილური მოწყობილობის რეალიზება, მათ შორის 4,4 მლნ სმარტფონის და 440 ათასი პლანშეტური კომპიუტერის Xoom. მიმდინარე კვარტალში, კომპანია გეგმავს, 1,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერის გაყიდვას.
გამოყენებულია CNET News-ის მასალები.

