ორშაბათ საღამოს კომპანია Samsung-მა გააგზავნა სასამართლოში დოკუმენტები, რომლითაც თავს დაიცავს Apple-ის პროცესისაგან, რომელიც პატენტების დარღვევას ეხება ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე. ჯერ ადრეა სამსუნგის თავდაცვითი სტრატეგიის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ ამ დოკუმენტების ფრაგმენტები უკვე გაიპარა პრესაში.

მაგალითად, თავდაცვის ერთ-ერთი ელემენტი შედგება იმისაგან,რომ პლანშეტური კომპიუტერების იდეა გაჩნდა და შემოვიდა მასიურ კულტურაში Apple iPad-ის გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ამის საბუთად მოყვანილია კადრი სტენლი კუბრიკის ფილმიდან “2001 წელი: კოსმოსური ოდისეა”, რომელიც 1968 წელს გამოვიდა.

ეს კადრი მოთავსებულია დოკუმენტის მეორე გვერდზე, რომელიც გააგზავნა Samsung-მა ჩრდილოეთ კალიფორნიის საოლქო სასამართლოში.

ასევე მითითებულია ბმული Youtube-ზე სადაც შეგიძლიათ ნახოთ მითითებული ფრაგმენტი ფილმიდან.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=JQ8pQVDyaLo

ამის გარდა, სასამართლო დოკუმენტებში არის კადრები სხვა ცნობილი ფილმებიდან და სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალებიდან, რომლის გმირებიც სარგებლობებნ პლანშეტური კომპიუტერებით.

კომპანია Samsung ამტკიცებს, რომ Apple-ის პატენტში აღწერილია ზუსტად ასეთი დიზაინი, რომელიც ნაჩვენებია ჩამთვლილ ფილმებში (კომპიუტერი მართკუთხა ფორმის, თხელ კორპუსში, გლუვი უკანა და წინა პანელებით, სადაც დისპლეი ფარავს თითქმის მთელ ზედაპირს) ამით ეს პატენტი შეიძლება უმოქმედოდ სცნონ და მოხსნან მოპასუხის მიმართ ყველა პრეტენზია.

One Response

  1. ძალიან კარგი იქნება თუ სამსუნგს მოუხსნიან ბრალდებას! ისე მაინტერესებს ეფლი მარტო სამუნგს რატო უჩივის? სხვა მწაროებლესაც აქვს პლანშტები რომელიც ასე ვთქავთ გავს ipads.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.