სექტემბერში კომპანია Samsung დაიწყებს, მეშვიდე სერიის მძლავრი ლეპტოპის 700G7A-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.
ნოუთბუქს გააჩნია, 2-გიგაჰერციანი პროცესორი Core i7 ოთხი ბირთვით და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი, Radeon HD 6970M 2 გბ მეხსიერებით; 17,3-დიუმიანი დისპლეის გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD).
ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, კომპიუტერში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, ინფრომაციის შემგროვებლის (SSD) და ვინჩესტერის (HDD) ბაზაზე, ფორმირდება მონაცემების შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა. მყარი დისკის მოცულობა შეადგენს 1,5 ტბ-ს, ხოლო ფლეშ-მეხსიერება 8 გბ-ს.
საიახლეს აქვს, USB 3.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, კლავიატურა განათებით, ოპტიკური Blu-ray-მიმღები ასევე Wi-Fi და Bluetooth 3.0 კონტროლერები. ნოუთბუქის ღირებულება სტანდარტული კონფიგურაციით — 1 800 ევრო.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Igclf2mFECQ
გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

