Samsung-ის სმარტფონების ხაზი შეივსო მოდელით, Galaxy Xcover, რომელიც არის Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის პლატფორმაზე.
აპარატი შესრულებულია მყარ დალუქულ მონობლოკის ტიპის კორპუსში: რისი მეშვეობითაც, ის უძლებს დარტყმას, ვარდნას და ასევე, მასში არ აღწევს მტვერი და ჭუჭყი. გარდა ამისა, მას შეუძლია 30 წუთის განმავლობაში წყალში გაჩერება ერთი მეტრის სიღმეზე.
Galaxy Xcover აღჭურვილია, 3,65-დიუმიანი სენსორული დისპლეით, რომელიც დაცულია ნაკაწრებისგან (ეკრანის გარჩევადობა არ სახელდება).
სმარტფონს აქვს, GPS-მიმღები, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი და 3,2-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ფანრის როლი.
მხარდაჭერილია HSDPA ქსელებში მუშაობა. Galaxy Xcover ევროპულ ბაზარზე გაყიდვაში გამოჩნდება ოქტომბერში; მოწყობილობის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

