
კომპანია Sharp-მა წარმოადგინა პლანშეტური კომპიუტერი A01SH მეორე თაობის nVidid Tegra პლატფორმაზე.
პლანშეტს აქვს 1 გიგაჰერციანი ორ-ბირთვიანი ARM პროცესორი და 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. აქვს 8 გიგაბაიტი ჩაშენებული ფლეშ მეხსიერება, Micro SD ბარათების სლოტი, Wifi და Bluetooth ადაპტერები, ასევე აქსელერომეტრი და განათების სენსორი.
ეკრანის დიაგონალი 7 დიუმია და მისი გარჩევადობა 1024×600 პიქსელს შეადგენს. აქვს ორი კამერა, წინა (2 მეგაპიქსელი) და უკანა (5 მეგაპიქსელი) პლანშეტის სისქე არის 12,6 მმ. ხოლო წონა 390 გ.
ავტონომიური მუშაობს დრო 7,5 საათია. გაჯეტი მუშაობს Android 3.2 (Honeycomb) ოპ. სისტემის მართვის ქვეშ.
აპარატის გაყიდვები იაპონიაში აგვისტოს ბოლოდან არის დაგეგმილი, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე ის მოგვიანებით გამოვა. რა ეღირება ეს სიახლე ჯერ-ჯერობით უცნობია.
