კომპანია Sony Ericsson მეოთხე კვარტალში დაიწყებს, კომუნიკატორის Live with Walkman-ის გაყიდვებს.

აპარატი შესრულებულია მონბლოკის ტიპის კორპუსში; სენსორული დისპლეის ზომა შეადგენს 3,2 დიუმს (გარჩევადობა — 320×480 წერტილი). არის ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 720р ფორმატში. სიახლეს გააჩნია, MicroSD სლოტი, FM-ტუნერი, GPS მიმღები და ასევე Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები.

სიახლეს აქვს, პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; პროგრამული პლატფორმის როლს ასრულებს Android 2.3 (Gingerbread). მოდელის ზომებია: 56,5×106×14,2 მმ, ხოლო წონა— 115 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომიური მუშაობის დრო ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში, აღწევს 14 საათამდე და 600 საათამდე მოლოდინის რეჟიმში. მხარდაჭერილია, GSM და HSPA მობილური ქსელები.

სიახლე აღჭურვილია, მედიაფლეერის ჩასართველი აპარატული ღილაკით. ნახსენებია, მჭიდრო ინტეგრაცია სოციალურ ქსელთან Facebook-თან და საფირმო ფუნქცია მუსიკის იდენტიფიკატორი TrackID. xLOUD ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლებელია მთავარი დინამიკის მოცულობის (ხმის) გაზრდა.

Live with Walkman-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.