Sony-მ შეავსო Walkman-ის ჯიბის ფლეერების ხაზი მოდელებით NWZ-A860, NWZ-S760BT და NWZ-E460-თ ფლეშ-მეხსიერების ბაზაზე. მათი გაყიდვა დაიწყება სექტემბერში.
ფლეერი NWZ-A860 აღჭურვილია 2,8-დიუმიანი დისპლეით WQVGA (400×240 პიქსელი) გარჩევადობით; ჩაშენებული მეხსიერების მოცულობამ შეიძლება შეადგინოს 8 ან 16 გბ. Bluetooth-ის მხარდაჭერის საშუალებით აუდიოსიგნალის გადაცემა შესაძლებელია უკაბელო ყურთსასმენზე, ავტომანქანის სტერეო ან აკუსტიკურ სისტემაზე. ამ მოდელის ღირებულებაა 179 – 219 დოლარი.
მოდელს NWZ-S760BT-ს გააჩნია 8 გბ მეხსიერება, 50 საათამდე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მუსიკის მოსმენის რეჟიმში და 10 საათამდე-ვიდეოს ყურების რეჟიმში. 2-დიუმიან დისპლეის აქვს გარჩევადობა 320×240 წერტილი. მოწყობილობის კომპლექტში შედის კაბელიანი და უკაბელო ყურთსასმენები. ფლეერის ღირებულება არის 149 დოლარი.
მოდელს, NWZ-E460 ექნება 4, 8, და 16 გბ მეხსიერება, შესაბამისად მათი ღირებულება იქნება 79, 89 და 109 დოლარი. დისპლეი არის 2 დიუმიანი, გარჩევადობით (320×240 წერტილი); როგორც ცნობილია მისი ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა იქნება 50 საათი.
ყველა მოდელში რეალიზებულია საფირმო ტექნოლოგია Clear Audio, რომელიც უზრუნველყოფს ხმის გაწმენდას წყვეტის და ხმაურისაგან. ასევე ნახსენებია SenseMe სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სურვილის მიხედვით შეირჩეს სიმღერების სია.
გამოყენებულია Sony-ის მასალები.


