კომპანია Vuzix-მა გამოუშვა სათვალე Wrap 1200, რომელიც განკუთვნილია ჩვეულებრივი და 3D-კონტენტის საყურებლად.

სიახლეს გააჩნია, დისპლეები გარჩევადობით 852×480 პიქსელი. ეკრანზე ფორმირდება გამოსახულება, რომელიც  75-დიუმიან ტელევიზორზე, სამი მეტრის მანძილიდან დათვალიერებული სურათების ეკვივალენტურია. განახლების სიჩქარე არის 60 ჰც. მხარდაჭერილია  NTSC და PAL სისტემები.

კომპანია Vuzix, ასევე გვთავაზობს სათავლის ვერსიას Wrap 1200VR-ს, რომელსაც აქვს  DVI, D-Sub ბუდეები და USB 2.0 პორტი.

კვება ხორციელდება აკუმულატორული ელემენტიდან; სათვალის წონა არის  85 გ.

სიახლის შეძენა შესაძლებელია, 500 დოლარად.

გამოყენებულია Vuzix-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.